ხშირად დასმული კითხვები
პასუხები კურსებზე, ონლაინ მაღაზიის აწყობაზე და ჩვენს სერვისებზე. ვერ იპოვეთ პასუხი? მოგვწერეთ.
ვიდეო კურსები
რამდენი ხანი გექნებათ წვდომა ჩანაწერებზე?
ჩანაწერებზე წვდომა გექნებათ ჩანაწერების შეძენიდან 2 წლის განმავლობაში. დრაივს ასევე პერიოდულად დაემატება განახლებული მასალა, პლატფორმებზე ცვლილების შესაბამისად.
როგორ მივიღებ კურსს შეძენის შემდეგ?
შეძენისთანავე მეილზე მიიღებთ ლექციების ჩანაწერების დრაივის ბმულს და დახურულ ფეისბუქ ჯგუფში გაწევრიანების ინფორმაციას.
როგორ შემიძლია გადახდა?
გადახდა შეგიძლიათ Visa, Mastercard, Apple Pay ან Google Pay-ის საშუალებით.
შემიძლია ლაივ კურსზე დარეგისტრირება?
ონლაინ ლაივ კურსები დასრულებულია. ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ამ კურსების ვიდეო ჩანაწერები. ვიდეო კურსები →
ვებ გვერდის აწყობა
რა ღირს ონლაინ მაღაზიის შექმნა?
ონლაინ მაღაზია Shopify-ზე იწყება GEL 3000-დან. საბოლოო ფასი დამოკიდებულია პროდუქტების რაოდენობაზე, ბაზარზე, დიზაინსა და საჭირო აპლიკაციებზე. ზუსტ ფასს გაცნობითი საუბრის შემდეგ შეგითანხმებთ.
რა შედის ფასში?
20-მდე პროდუქტის ატვირთვა, სწრაფი და რესპონსიული დიზაინი კომპიუტერისა და მობილურისთვის, აპლიკაციების დამატება, გადახდებისა და მიწოდების მოწყობა, SEO და Meta ინტეგრაცია და ბოლოს — ტრეინინგი, თუ როგორ გაზარდოთ მაღაზია.
შემიძლია საზღვარგარეთ გაყიდვა?
დიახ. შეგიძლიათ შექმნათ საერთაშორისო მაღაზია საქართველოდან Shopify-ზე, გაყიდოთ პროდუქცია მთელ მსოფლიოში და მიიღოთ საერთაშორისო გადახდები უცხოურ ვალუტაში.
რომელ გადახდის სისტემას იყენებთ?
ჩვენი გადახდის პარტნიორია Flitt. მყიდველები გადაიხდიან Visa, Mastercard, Apple Pay და Google Pay-ით, თქვენ კი თანხას მიიღებთ ლარში ან დოლარში. Flitt-ის გამოსაყენებლად საჭიროა TBC ბანკის ანგარიში.
რამდენ ხანში მზადდება მაღაზია?
პასუხი მალე დაემატება.
სერვისები
შემიძლია შევუკვეთო მხოლოდ ერთი სერვისი?
დიახ. შეგიძლიათ შეუკვეთოთ სრული სერვისი — მაღაზიის შექმნა, ფოტო/ვიდეო გადაღება და ციფრული რეკლამა — ან თითოეული ცალ-ცალკე.
ვისთვისაა ფოტო/ვიდეო გადაღება?
ძირითადად მათთვის, ვისაც ონლაინ მაღაზიისთვის ხარისხიანი პროდუქტის ფოტოები სჭირდება, ასევე სოციალური მედიისა და რეკლამისთვის. დეტალურად →
რა ღირს ციფრული რეკლამის მართვა?
ფასები მალე დაემატება. დაგვიკავშირდით ინდივიდუალური შეთავაზებისთვის.
კონსულტაცია
როგორ მიმდინარეობს კონსულტაცია?
კონსულტაცია გრძელდება 1 საათი და ტარდება ონლაინ. შეძენის შემდეგ დაგიკავშირდებით დროის შესათანხმებლად. თემები: Shopify, Etsy, SEO და Meta რეკლამა. დაჯავშნა →
ვერ იპოვეთ პასუხი?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — სიამოვნებით გიპასუხებთ.