ონლაინ მაღაზიის შექმნა

ონლაინ მაღაზია,
რომელსაც მოაქვს გაყიდვები

შეუკვეთეთ ონლაინ მაღაზია თქვენი ბიზნესისთვის და დაიწყეთ პროდუქციის გაყიდვა მთელ მსოფლიოში.

სად გსურთ გაყიდვა?

ონლაინ მაღაზია საქართველოში ან უცხოეთში გასაყიდად.

რატომ შეუკვეთოთ ჩვენთან?
SHOPIFY + SEO

გთავაზობთ უშუალოდ გაყიდვებზე ორიენტირებული ონლაინ მაღაზიის შექმნას თქვენი ბიზნესისთვის.

ონლაინ მაღაზიის აწყობის სერვისი ჩვენთან აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას, რომლებსაც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაში ცალკე, დამატებითი ღირებულება ექნებოდა: მაღალი დონის ონლაინ მაღაზიის აწყობა, SEO ოპტიმიზაცია და ყველანაირი ინტეგრაცია საჭირო პლატფორმებთან.

ვცდილობთ, ჩვენი ტარიფები იყოს მორგებული მცირე და საშუალო მეწარმეებზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხი კი — უმაღლესი.

გამოცდილება9 წლიანი გამოცდილება ქართულ და უცხოურ ბაზარზე
სამი ერთში სერვისიმაღაზიის აწყობა, SEO და ინტეგრაციები — ერთ ფასად
ღირებულება

რა ღირს ონლაინ მაღაზიის შექმნა

ონლაინ მაღაზია Shopify-ზე
GEL 3000-დან
მიიღეთ შეთავაზება

რას მოიცავს ჩვენი სრული სერვისი

  • 20-მდე პროდუქტის ატვირთვა, დეტალური ინფორმაციით
  • 10-მდე გვერდი: About us, Lookbook და სხვ.
  • ორენოვანი ვებგვერდი
  • ბაზარი: საქართველო ან საერთაშორისო
  • აუცილებელი აპლიკაციები და ინტეგრაცია Meta-სთან, Google-თან და ChatGPT-სთან
  • On-page SEO და Google Search Console-ის დაკავშირება Google-ში ინდექსაციისთვის

* Shopify-ის ფასიანი თემის ღირებულება ($100–$300) ფასში არ შედის. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო თემებით.

რა შედის ფასში

ყველაფერი, რაც ონლაინ გაყიდვებისთვის გჭირდებათ

01

სწრაფი და რესპონსიული დიზაინი

ვიზუალი, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ბრენდზე, სწრაფად ჩაიტვირთება და იქნება რესპონსიული როგორც დესკტოპ, ისე მობილურ მოწყობილობებზე.

02

აპლიკაციების დამატება

შეგირჩევთ და დაგიყენებთ ყველა საჭირო აპლიკაციას Shopify App Store-იდან. Custom აპლიკაციების შემთხვევაში კი ფასი იცვლება.

03

გადახდები და მიწოდება

ვაკავშირებთ ონლაინ გადახდებს ჩვენი პარტნიორის, Flitt-ის მეშვეობით და ვაწყობთ მიწოდების პარამეტრებს.

04

SEO ოპტიმიზაცია

თქვენს მაღაზიაზე იმუშავებს ჩვენი საუკეთესო SEO სპეციალისტი. ჩაატარებს საკვანძო სიტყვების კვლევას თქვენი ბიზნესისთვის ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე და შეიყვანს ამ პარამეტრებს საიტზე.

სერვისი გულისხმობს On-page SEO-ს სამუშაოს შესრულებას ხილვადობის გასაზრდელად Google-ის საძიებო სისტემაში.

05

Meta-სთან საიტის ინტეგრაცია

ასევე გეხმარებით საიტის ინტეგრაციაში Meta-ს (Facebook და Instagram) პლატფორმებთან.

შევქმნით და დავაკავშირებთ Pixel-ს და დავასინქრონიზებთ პროდუქტების კატალოგს ახალ საიტთან, რათა შეძლოთ საიტზე გაყიდვებზე ორიენტირებული რეკლამების გაშვება.

06
ფინალური ნაბიჯი

როგორ მართოთ მაღაზია

ონლაინ მაღაზიის გაშვების შემდეგ გასწავლით მაღაზიის მართვას: პროდუქტების დამატებას, სურვილისამებრ დიზაინის ცვლილებას, შეკვეთების მართვას და Meta-ს სარეკლამო ხელსაწყოებთან მუშაობას.

რა შედეგს მიიღებთ?

გექნებათ მოქნილი ონლაინ მაღაზია, რომლის მართვასაც თქვენ თვითონ შეძლებთ. ასევე შეძლებთ, გაუშვათ საიტიდან გაყიდვებზე ორიენტირებული რეკლამები Pixel-ის საშუალებით, გამოჩნდეთ Google-ის საძიებო სისტემაში და ChatGPT-ის ძებნაში.

ონლაინ გადახდების პარტნიორი
Flitt
Powered by TBC

ონლაინ გადახდები საიტზე Flitt-ის მეშვეობით

ჩვენი გადახდის პარტნიორია Flitt — თანამედროვე გადახდის სისტემა, რომელიც Shopify-სთან ინტეგრირდება. თქვენი მყიდველები გადაიხდიან მარტივად და უსაფრთხოდ, თქვენ კი თანხას მიიღებთ ლარში ან დოლარში — მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

  • Visa, Mastercard, Apple Pay და Google Pay
  • გადახდები ნებისმიერი ქვეყნიდან, ლარში ან დოლარში
  • TBC-ის განვადება და ნაწილ-ნაწილ გადახდა
  • PCI DSS სტანდარტის უსაფრთხოება
  • Flitt-ის გამოსაყენებლად საჭიროა TBC ბანკის ანგარიში
Visa, Mastercard, Apple Pay, Google Pay და სხვა გადახდის მეთოდები
მიწოდების პარტნიორი ქართულ ბაზარზე
QuickShipper

სწრაფი მიწოდება საქართველოს მასშტაბით

QuickShipper თბილისში შექმნილი ლოჯისტიკური პლატფორმაა, რომელიც პირდაპირ ინტეგრირდება Shopify-სთან. შეკვეთები ავტომატურად გადაეცემა კურიერებს — Wolt-ის, Glovo-ს ან თქვენს საკუთარ კურიერებს — და მყიდველი შენაძენს შესაძლოა 45 წუთში მიიღოს.

  • მიწოდება 45 წუთში Wolt-ისა და Glovo-ს კურიერებით
  • მიწოდების ფასი ავტომატურად ითვლება და ჩანს გადახდის გვერდზე
  • მყიდველს ავტომატურად ეგზავნება შეკვეთის თვალთვალის ბმული
  • საკუთარი კურიერებისთვის — აპლიკაცია და მარშრუტების ოპტიმიზაცია
  • ყველაფრის მართვა პირდაპირ Shopify-ის ადმინ პანელიდან
  • აპის ინსტალაცია უფასოა, მიწოდებაზე მოქმედებს დამატებითი საფასური
GlovoWoltCourierOnwayDeliverersEasywayGPost+ საკუთარი კურიერები
საერთაშორისო გადაზიდვის პარტნიორები

საქართველოდან პროდუქციის უცხოეთში გაყიდვა უკვე დიდი ხანია რეალობაა. შეგიძლიათ წინასწარ იზრუნოთ თქვენი გადაზიდვის ტარიფებზე საქართველოში საუკეთესო კომპანიებთან.

თუ ჩვენთან შექმნით საერთაშორისო მაღაზიას, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოდან საერთაშორისო გადაზიდვის სერვისებით პირდაპირ თქვენი Shopify-ის მაღაზიიდან.

Aramex

პირდაპირი ინტეგრაცია Shopify-სთან. სწრაფი მიწოდება საზღვარგარეთ — 4–5 დღეში.

Boxette

ყველაზე ხელმისაწვდომი სერვისი. მიწოდება საზღვარგარეთ — 8–10 სამუშაო დღეში.

პლატფორმის შესახებ

რატომ Shopify?

Shopify ონლაინ ვაჭრობისთვის შექმნილი პლატფორმაა — ყველაფერი, რაც გაყიდვებისთვის გჭირდებათ, უკვე ერთ სისტემაშია.

01

მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა

Shopify-ზე მილიონობით ბიზნესი ყიდის — პატარა მაღაზიებიდან ცნობილ საერთაშორისო ბრენდებამდე.

02

მარტივი მართვა

პროდუქტების, შეკვეთების და მარაგის მართვა კოდის ცოდნის გარეშე — კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან.

03

სიჩქარე და უსაფრთხოება

ჰოსტინგი, SSL სერთიფიკატი და დაცული გადახდები უკვე შედის პლატფორმაში.

04

საერთაშორისო გაყიდვები

მრავალენოვანი და მრავალვალუტიანი მაღაზია და მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

05

ნებისმიერი ფუნქციონალი

Shopify App Store-დან შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი საჭირო ფუნქცია — შეფასებებიდან მარკეტინგამდე.

06

ინტეგრაციები ერთ სისტემაში

Meta (Facebook და Instagram), Google, TikTok და სხვა გაყიდვების არხები ერთი მაღაზიიდან.

ხელოვნური ინტელექტი

AI & Shopify

Shopify-ს აქვს მარტივი ინტეგრაცია დღეს ყველაზე საჭირო AI პლატფორმებთან.

ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ChatGPT-მ და სხვა ხელსაწყოებმა შეძლონ თქვენზე აუცილებელი ინფორმაციის მიღება (საიტზე განთავსებით და შესაბამისი აპლიკაციების დაყენებით) და მომხმარებლისთვის შესაბამისი პასუხის დაბრუნება.

ჩვენი შექმნილი საიტები

ჩვენ მიერ შექმნილი ვებგვერდები

saqareli.com
Saqareli — ვებგვერდის მთავარი გვერდი
ძვირფასეულობა

Saqareli — მაღალი კლასის იუველირული ბრენდი

ელეგანტური ონლაინ მაღაზია, სადაც დიზაინი და დეტალები ძვირფასეულობის ხარისხს გადმოსცემს.

საიტის ნახვა →
podire.com
Podire — ვებგვერდის მთავარი გვერდი
ტანსაცმელი

Podire — საქართველოში შექმნილი ტანსაცმელი

ქართული ბრენდის ონლაინ მაღაზია მოსახერხებელი კატალოგით და მარტივი შეკვეთით.

საიტის ნახვა →
assorti.ge
Assorti — ვებგვერდის მთავარი გვერდი
საცხობი

Assorti — საცხობის ვებგვერდი

თბილი და მადისაღმძვრელი ვებგვერდი პროდუქციის კატალოგით და შეკვეთის შესაძლებლობით.

საიტის ნახვა →
qisabags.com
Qisa — ტყავის ჩანთების კოლექციის გვერდი
ტყავის ჩანთები

Qisa — ხელნაკეთი ტყავის ჩანთები

თბილისში შექმნილი ტყავის ჩანთების ბრენდის ონლაინ მაღაზია, რომელიც ძირითადად აშშ-ის მყიდველებზეა ორიენტირებული — ფილტრებით, კოლექციებით და საერთაშორისო მიწოდებით.

საიტის ნახვა →
პროცესი

როგორ ვმუშაობთ

01

გაცნობა

ვსაუბრობთ თქვენს ბიზნესზე, მიზნებსა და მომხმარებლებზე.

02

დიზაინი

ვქმნით სტრუქტურას და ვიზუალს თქვენი ბრენდის სტილში.

03

აწყობა

ვამატებთ პროდუქტებს, ტექსტებს, გადახდებს და მიწოდებას.

04

გაშვება

ვუშვებთ საიტს და გასწავლით მის მართვას.

სრული სერვისი

ყველაფერი ერთ სივრცეში — ან შეუკვეთეთ ცალ-ცალკე

შეუკვეთეთ სრული სერვისი — მაღაზიის შექმნიდან ფოტოებამდე და რეკლამამდე — ან მხოლოდ ის, რაც ახლა გჭირდებათ.

შეკვეთა

მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ

შეავსეთ ფორმა და დაგიკავშირდებით ერთ სამუშაო დღეში. ან დაგვირეკეთ: 599 401 303

იტვირთება…